პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა ანჯაფარიძე უცხოელ ექსპერტებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ანჯაფარიძემ განუცხადა, ქართული მხარე დიდ ყურადღებას უთმობს და მიისწრაფის, რომ არასაპატიმრო სასჯელების რიცხვი საპატიმრო სასჯელებთან მიმართებაში გაიზარდოს.
"ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგავთ და უცხოელი კოლეგების გამოცდილებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.
ამასთან, შეხვედრაზე ჰოლანიდიელმა და ავსტრიელმა ექსპერტებმა დატო სტინჰოისმა და მიხაელ შონიმ ქართველ დეპუტატების ევროკავშირის ქვეყნებში ალტერნატიული სასჯელის ფორმები გააცნეს.
მათი თქმით, განრიდება წარმოადგენს პასუხისმგებლობის ალტერნატიულ ფორმას, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მიმართაც იწყება ან მიმდინარებს სისხლისამართლებრივი დევნა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, თანახმაა დააბრუნოს უკანონოდ მოპოვებული ქონება ან აანაზღაუროს მისი ღირებულება; სრულად ან ნაწილობრივ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და გადაიხადოს ფულადი გადასახდელი სახელმწიფოს სასარგებლოდ ან შეასრულოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისამართლებრივი დევნა, შესაბამისად საქმე მთავრდება ნასამართლებისა და სისიხლისამართლებრივი სასჯელის გარეშე.
განრიგების ფარგლებში დაცულია დაზარალებულის კანონიერი უფლებები და საზოგადოებრივი ინტერესები.