აკადემიკოსისა და ასტროფიზიკოსის, ჯუმბერ ლომინაძის მტკიცებით, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღერძიდან დედამიწის 15 სმ-ით გადახრა უმნიშვნელოა და ის გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს არ გამოიწვევს.
"დედამიწის ეკვატორი 40 ათასი კილომეტრია და 15 სმ-ით მისი ღერძიდან გადახრა, არის უმნიშვნელო. დედამიწა დაახლოებით ამდენივე სანტიმეტრით ჩილეში მომხდარი მიწისძვრის შედეგაც გადაიხარა. მართალია, ბუნებამ ძალია შემოგვიტია და საკმაოდ დააზარალა დედამიწა, მაგრამ გლობალური კლიმატური ცვლილებების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს"ლომინაძემ.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მომხდარმა მიწისძვრამ დედამიწის ღერძი თითქმის 15 სმ-ით გადააადგილა. ექსპერტების მტკიცებით, "მოცემული მოვლენის გავლენა ღერძზე უფრო მეტად არსებითი აღმოჩნდა, ვიდრე 2004 წლის სუმატრაზე მომხდარი მიწისძვრისა. მაშინ მიწისძვრამ დედამიწის ღერძის 6 სმ-ით გადაადგილება გამოიწვია".
იტალიელი სეისმოლოგები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი სიტქიური უბედურება, ტავისი გავლენით, მხოლოდ 1960 წელს ჩიკლეში მომხადრ უდიდეს მიწისძვრას ცამოუვარდება, რომლის მაგნიტუდა, სხვადასხვა შჶფასებებით, 9.3-9,5 იყო.