იაპონიის მიიაგის პრეფექტურის ორ რაიონში ნაპოვნია ორიათასი ადამიანის ცხედარი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო კიოდო ავრცელებს.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იაპონიაში მომხდარი მიმწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, 10 ათასს მიაღწიოს. თუმცა ცხადი ხდება რომ დაღუპულია ბევრად მეტი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 11 მარტს მოხდა, რამაც ცუნამიც გამოიწვია. გარდაცვლილთა და დაკარგულთარაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი.