"ფუკუსიმა 1"-ის მესამე ენერგობლოკში აფეთქება მოხდა. იაპონიოის მტავრობის გენერალური მდივნის, იუკიდო ედანოს განცხადებით, რეაქტორი აფეთქებისგან არ დაზიანებულა და რადიაციის ზრდის საშიშროება არ არსებობს.
ამის მიუხედავად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადიაციული ფონი საზდგურის ტერიტორიაზე იზრდება.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ნაოტო კანის განცხადებით, ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კვლავ კრიტიკულია. იაპონელი ინჟინერები ცდილობენ არ დაუშვან რეაქტორის სათბობი ღერძების გალღობა და მის გასაგრილებლად ზღვის წყალს იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი აფეთქება ფუკისიმა 1-ზე გაგრილების სისტემის დაზიანების გამო მოხდა.