აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ფილიპ კროული თანამდებობიდან გადადგა.
კროულმა "იდიოტური და კონტრპროდუქტიული" უწოდა ვირჯინიის შტატის სამხედრო ბაზაზე პატიმრობაში მყოფ ბრედლი მენინგისადმი დამოკიდებულებას.M
მენინგი ბრალდებულია საიდუმლოო დოკუმენტების "ვიკილიქსისათვის" გადაცემაში.
"ჩემი გამონათქვამების შედეგის გათვალისწინებით, რომელზედაც მე სრულად მაქვს დაკისრებული პასუხისმგებლობა, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", _ განაცხადა კროულიმ.
აქვე კროულიმ დასძინა, რომ ბრედლი მენინგის დაკავებასა და მის სამხედრო ბაზაზე პატიმრობაში ყოფნას ის მართებულად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ მენინგმა თავისი ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ ის საკანში მარტო იმყოფება და მუდმივად ხელბორკილები უკეთია.