იაპონიის ატომური ელექტროსადგურის "ტოკაი-2" ერთ ერთი ბლოკის გაგრილების სიტემაში პრობლემები შეიქმნა.
"ტოკაი-2" ფუკისიმა- 1- ის, ფუკისიმა - 2-ის და ონაგავას ატომური ელექტროსადგურების შემდეგ მეოთხეა სადაც ამ დროისთვის პრობლემებია შექმნილი.
სადგურზე კრიტიკული მდგომარეობა გამოცხადდა.
სპეციალისტების წინაწარი მონაცემებით "ტოკაი-2"-ის გაგრილების სიტემაში წარმოქმნილი პრობლემები ქვეყანაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრითაა გამოწვეული.
ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება ინფორმაცია მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ.
შგახსენებთ, რომ 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ათასობით ადამიანია დაღუპული და დაკარგული.
იაპონიის პრემიერ მინისტრის ნატოი კანის განცხადებით, ქვეყანაში მსგავსი სახის კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შედეგ არ ყოფილა.