მომვალ კვირას იაპონიაში განმეორებითმა მიწისქვეშა ბიძგებმა, შესაძლოა, 7.0 ბალს გადააჭარბოს.
ამის შესახებ ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომავალ კვირას იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბიძგების განმეორების ალბათობა მაღალია, რომლის სიმძლავრეც 7 ბალს შეიძლება აღემატებოდეს.
"ამის ალბათობა 70%-ია", - აცხადებენ ადგილობრივი ექსპერტები.
გარდა ამისა, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ოფიციალურად 1 217 ადამიანი და უგზო-უკლოდ დაკარგულად 1 086 ადამიანი ითვლება.
მიწისძვრის დროს მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. როგორც მიაგის პრეფექტურაში ადგილობრივი პოლიციელები აცხადებენ, მხოლოდ მათთან დაღუპულების და უგზოუკლოდ დაკარგულების რიცხვი შესაძლოა 10 ათასამდე იყოს.