ზღვის წყლის მეშვეობით იაპონურ ატომურ ელექტროსადგურზე "ფუკუსიმა-1" -ზე მესამე ენერგობლოკის გაგრილება ამ დრომდე ვერ ხერხდება. აქ ურანთან ერთად პლუტონიც გამოიყენება. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მყოფი "ბი-ბი-სი"-ს კორესპოდენტის ინფორმაციით, მიზეზები, რომელთა გამოც რეაქტორის სისტემაში ტემპერატურის გაგრილება ვერ ხერხდება ჯერ-ჯერობით უცნობია, ისევე როგორც ამ დრომდე უცნობია ისიც, მოხდა თუ არა მნიშვნელოვანი დეტალების გალღობა.
სპეციალიტები მიიჩნევენ, რომ რეაქტორის კორპუსმა უნდა გაუძლოს შექმნილ პირობებს, თუმცა სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.
საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ ბირთვული მასალები კონტეინერს გაალღობენ და მასში მოთავსებული რადიოაქტიური ნივთიერებები გარეთ გამოვა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარ 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს უამრავი ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა და დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ ჯერობით უცნობია.
დაკარგული ათასობით ადამიანიდან უმრავლესობა სავარაუდოდ დაღუპულია.