ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ერთგული ძალები შეტევას არ აჩერებენ და ახალ ქალაქებს იკავებენ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამბოხებულებმა ქალაქი ბრეგა დატოვეს. ამ ქალაქში მათ ნავთობით მდიდარი პორტის ლას-ლანუსის დატოვების შემდეგ გადაინაცვლეს. ამბოხებულები ბრეგადან კადაფის მომხრე ძალებმა ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან მასირებული დაბომბვის შედეგად განდევნეს.
ამასთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, კადაფის მომხრე ძალები ამჟამად ამბოხებულების მიერ დაკავებული ბოლო მსხვილი ქალაქის - მისრატის მისადგომებთან იმყოფებიან.