რუსეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ეგვიპტეში ჩასვლისგან კვლავ თავის შეკავებას ურჩევს.
"ჩვენ ჯერ არ ვხსნით რეკომენდაციას ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ისევ მოუწოდებთ მათ ეგვიპტეში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ", - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "მესამე არხთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ეგვიპტეში რევოლუცია მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.