ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ლიბიაში საკუთარი ოპერატორის დაღუპვის შესახებ განცახებას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორი ლიბიის ლიდერის მუამად კადაფის ერთგულმა საჯარის ნაწილების წარმომადგენლებმა მოკლეს.
როგორც "ალ-ჯაზირა" იტყობინება ყატარის მოქალაქე ალი ჰასან ჯაბერი და მისი ჯგუფის წევრები ქალაქ ბენგასთან ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც კადაფის საჯარისო ნაწილებმა ავტომაქანას ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტის შედეგად დაიჭრა მანქანაში მყოფი ჟურნალისტიც.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, კი კადაფი ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" საქმიანობით უკმაყოფილოა, კერძოდ კი მას არ მოსწონს ტელეკომპანიის სარედაქციო რედაქციაა, რომელიც ლიბიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას ეხება.