რუსეთის 72 სუბიექტში სხვადასხვა დონის არჩევნები ტარდება.
ყველაზე მნიშვნელოვნად 13 რეგიონის პარლამენტის არჩევნები მიიჩნევა, მათ შორის არჩევნები ტარდება დაღესტანში, კომში, კალინინგრადის, კიროვსკის, კურსკის, ორენბურგისა და სხვა ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ოლქებში.
რუსეთის პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ აღნიშნულ არჩევნებს განიხილავენ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების მოსამზადებლად, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.