დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის მთავარმა დიპლომატმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა და მისი თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ჰეიგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის და კონსერვატორული პარტიის წევრების დიდი მხარდაჭერით და ნდობით სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის კრიტიკა გამოწვეული იქნა ლიბიაში ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ჩავარდნით, რაც რამდენიმე ბრიტანელი სპეცრაზმელის დაკავებაში და ამ ქვეყნიდან ბრიტანელი მოქალაქეების არაოპერატიულ ევაკუაციაში გამოიხატა.