"ალ-ქაიდას" ერთ-ერთი მეთაური აბუ იაია ალ-ლიბი ლიბიის მოსახლეობას მუამარ კადაფის მთავრობის დამხობისკენ და ქვეყანაში რადიკალური ისლამისტური მმართველობის დამყარებისკენ მოუწოდებს. როგორც მან ინტერნეტით გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციების შემდეგ, დროა, გადატრიალება ლიბიაშიც მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი მეამბოხეების იარაღით მომარაგებასა და ქვეყანაში არეულობების წამოწყებას "ალ-ქაიდას" უკავშირებს. კადაფის განცხადებით, მეამბოხეების უკან სწორედ აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფება დგას და ლიბიის რევოლუცია "ალ-ქაიდას" პირდაპირ ინტერესებში შედის.