სახელმწიფო მეთაურის თანამდებობაზე ყოფნის სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის მოგერიებაა. წერს თავის სტატიაში რუსი პოლიტოლოგი, ფონდ "პოლიტიკა"-ს პრეზიდენტი ვიაჩესლავ ნიკონოვი. სტატიის სახელწოდებაა "მედვედევის სამი წელი".
"მაშინ მიღებულ იქნა ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტილება: გამოყენებულ იქნეს ძალა აფეთქებული სააკაშვილის მშვიდობის იძულების საქმეში. თბილისის რეჟიმის ლოკალული ავანტიურის შედეგად გამოწვეული დაძაბულობა რეგიონის ფარგლებს გასცდა. მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით გამყარებული გამარჯვებით, რუსეთი გადამწყვეტად დაბრუნდა დიდი გეოპოლიტიკური თამაშის მაგიდასთან, რომელთანაც იგი ორი ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა", _ აცხადებს ნიკონოვი.