4 დეკემბერს აშშ. ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი ხაჩიძე და თურქეთის გარემოსა და მეტყევეობის მინისტრი ვეისელ ეროღლუ ერთად აღნიშნავენ ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიაზე შავყელიანი ჯეირნების შეყვანას.
შავყელიანი ჯეირნები ოდითგან ბინადრობდნენ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, იორის ჭიუხების გაყოლებაზე, რომელიც ბალახიანი ტერიტორიაა და აზერბაიჯანსა და თურქეთშიც გრძელდება. ჯეირნის პოპულაცია ასი წლის წინ განადგურდა, რაც მათზე უკონტროლო ნადირობითა და მათი საარსებო ტერიტორიების საძოვრებად გამოყენებით იყო განპირობებული.
აშშ-ს მთავრობამ 33,000 აშშ დოლარი გამოჰყო ჯეირნებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მოსაწყობად; თვით ჯეირნები კი თურქეთის მთავრობის საჩუქარია. პროგრამა ერთობლივად დააფინანსა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და აშშ-ს გარემოს დაცვის დეპარტამენტმა.