საქართველოს საგარეო უწყება იაპონიაში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვფლობთ. იაპონიაში მდებარე საქართველოს საელჩოსგან ინფორმაციას ველით, რომელსაც შეტყობინებისთანავე მოგაწვდით,"_ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც იაპონიაში საქართველოს ელჩი რევაზ ბეშიძე აცხადებს, იაპონიაში საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. სავარაუდოდ, საუბარია 35 ადამიანზე.