წყნარი ოკეანის სტიქიებზე დამკვირვებელმა ცენტრმა ცუნამის საფრთხის შესახებ წყნარი ოკეანის აუზის თითქმის ყველა ქვეყანა გააფრთხილა, აშშ-ისა და კანადის გარდა. პირველად საკუთარი მოსახლეობის ევაკუაცია მარიანის კუნძულებზე დაიწყეს. ასევე, ევაკუაცია დაიწყო ჰავაის კუნძულებზეც. საგანგებო სიტუაციის მაცნედ სირენები გამოიყენება.
ტაივანის სანაპირო დაცვამ კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროდან საკუთარი მოსახლეობოს გახიზვნა დაიწყო. ფილიპინების ხელისუფლებამ კი განკარგულება გასცა, რომ ყველა მოსახლემ დატოვოს არქიპელაგის წყნარი ოკეანის სანაპირო და კუნძულის შიდა რაიონებში გადაინაცვლოს.
რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ცუნამის დატბორვის საშიშროების ზონიდან კურილის კუნძულებიდან დაახლოებით 11 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
შეგახსენებთ, იაპონიაში დღეს 8,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 373 კილომეტრში მდებარეობს. იაპონიური მედიასაშუალებების უკანასკნელი მონაცემებით, მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 23-ს მიაღწია.