მობილური ოპერატორი ბილაინი, სოციალური პასუხისმგებლობის აქციას " ნათელი ფერები ბავშვებს" განაგრძობს. აქციის ფარგლებში, 12 მარტს, 11.00-ზე ბილაინი გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ახლადგახსნილ ბავშვთა გასართობ ცენტრში მიიპატიჟებს. ბავშვთა გასართობი ცენტრი "პეტი" ბავშვთა სახლის 30 აღსაზრდელს განსაკუთრებული პროგრამით და სადღესასწაულო ტორტით გაუმასპინძლდება.
"სოციალური პასუხისმგებლობის აქცია ნათელი ფერები ბავშვებს, უკვე რამდენიმე თვეა ხორციელდება როგორც თბილისში, ისე სხვადასხვა რეგიონში. დღეს გადავწყვიტეთ,რომ გასართობ ცენტრში მოგვეწვია გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. ეს ის ბავშვთა სახლია, რომლის კეთილმოწყობისათვის, ბილაინს აუქციონიდან საგანგებოდ გამოიყო თანხა. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული საქმე, რაც ამ შემთხვევაში ბავშვთა სახლებზე ზრუნვას გულისხმობს, ბოლომდე მივიყვანოთ, და ერთჯერადი აქტივობებით არ შემოვიფარგლოთ " - განაცხადა "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძე.