"ჩვენ დავაფიქსირებთ დანაშაულს. თუ შემთხვევის ადგილზე პატრული არ აღმოჩნდება, მათაც მივაწვდით ინფორმაციას. ამასთან, ყოველთვის საქმის კურსში ჩავაყენებთ ომბუდსმენის აპარატს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "ახალგაზრდული შეფიცულის" ხელმძღვანელი დავით დალაქიშვილი.
მისი თქმით, შეფიცულები ცარიელი ხელებით გააუვნებელყოფენ დამნაშავეებს და პიროვნების ღირსებასა და მის ქონებას განადგურებისგან იხსნიან.
"ათიათასობით ვართ საქართველოს მასშტაბით, ხოლო თბილისში_ 1500-ზე მეტი. შეფიცულთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით. ასე რომ, დანაშაულის აღკვეთა შიშველი ხელებით არ გაგვიჭირდება", _ აცხადებს დალაქიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ჭადრაკის სასახლეში "სახალხო კრების" სპეციალური ორგანოს _ შეფიცულთა რაზმის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. შეფიცულებთან დაკავშირება და მათგან დახმარების თხოვნა ნებისმიერ მოქალაქეს ცხელი ხაზის მეშვეობით შეეძლება. შეფიცულები მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებენ.