3-4 დეკემბერს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიასის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და უკრაინის წევრობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტერიალი „ყოველწლიური ნაციონალური პროგრამის" შესრულებას განიხილავს და მას სავარაუდოდ, დადებითად შეაფასებს.
სწორედ ამ შეფასებებიდან გამომდინარე მინისტრების მსჯელობის თემა ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალისნში გაწევრიანების პერსპექტივაც იქნება.
ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანი კვლავაც ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყევტილებების და მხარს უჭერს მათ გაწევრიანებას ჩრდილოატლატიკურ ალიანსში.
ნატოს გენმდივანმა თავის გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ ალიანში თბილისისა და კიევის გაწევრიანება საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ რეფორმებზე იქნება დამოკიდებული.
როგორც ტელეკომპანია "იმედს" რასმუსენმა განუცხადა, იგი ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ელოდება.