2008 წლის აგვისტოს ომის დროს საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში მოსკოვის ინტერესებს ლობირებდნენ, - აღნიშნულს დიპლომატიური დოკუმენტები ადასტურებს, რომლებიც "Wikileaks",-მა გამოაქვეყნა.
ჩანაწერის მიხევდით, რომელზეც ამერიკელი დიპლომატის რობერტ სილვერმენისა და შვედეთის მაღალი რანგის დიპლომატ იოჰან ფრისელემს შორის საუბარია დაფიქსირებული, საფრანგეთი არწმუნებდა შვედეთს და პლონეთს შეესუსტებინათ თავიანთი პოზიცია ევროკავაშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგე სანქციების დაწესების თაობაზე.
„ფრისელის თქმით, საფრანგეთი იმუქრებოდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის გაყინვით, თუ შვედები და სხვები დაიწყებდნენ რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების განახლების შეფერხებას და დაჟინებით მოითხოვდნენ მოსკოვთან ურთიერთობები გაეგრძელებინა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა", - ატყობინებდა თავის ხელმძღვანელობას სილვერმენი.
ამავე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კვლავ დაწყებულიყო მუშაობა პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების შესახებ (ევროკავშირსა და რუსეთს შორის), პოლონეთმა და შვედეთმა, რომლებიც "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის ინიციატორები იყვნენ, ფრანგებისგან მწვანე შუქი მიიღეს.
"ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტი შეწყდა, საფრანგეთის შუამავლობით იქნა გაფორმებული. მისი ერთი პუნქტი ითვალისწინებდა საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას. მოსკოვი მიიჩნევს, რომ მან შეასრულა თავისი ვალდებულებები საქართველოს არასადავო ტერიტორიიებიდან საკუთარი ჯარის გაყვანით. დასავლეთი ოფიციალურად დაჟინებით ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილებს და რუსეთის არმიამ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს", - წერს გამოცემა.
"Wikileaks",- ის მიერ 5 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის ომის შემდეგ აშშ რუსეთს ჩრდილოეთ კორეის ბედს უწინასწარმეტყველებდა.
„საქართველოს მშვიდობის იძულებამ აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია", - წერს გამოცემა.
შეტყობინებებიდან ასევე ირკვევა, რომ ამერიკელებს რუსეთის თავხედურ მოქმედებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მძაფრი რეაქციის და მის მიმართ „ზიზღის კედლის" აღმართვის იმედი ჰქონდათ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ ფსონი ევროპაზე დადო და შესაბამისად, საერთაშორისო იზოლაცია არ განხორციელდა.
შეტყობინებებში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ საქართველოსთან კონფლიქტის შემდეგ არ იმყოფება იზოლაციაში და ამავდროულად, მის წინააღმდეგ არსებული პრეტენზიების მოგერიებას ცდილობს ევროპისადმი მიმართვით, რომ აუცილებელია ახალი მსოფლიო ბალანსი.
გამოცემის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლების დაჟინებითი მტკიცებები მის სურვილთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს საკვანძო საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მიმართულია ევროპისკენ და რუსეთის ამ ქმედებებს ბევრი ექსპერტი აღიქვამს შემდეგ შეტყობინებად: "ხელი არ ახლოთ უკრაინას, რომელიც რუსეთის ინტერესების სფეროშია".