"ერთადერთი ბრენდი, რომელსაც აქვს პერსპექტივა, საგარეო ბაზარზე სამხრეთ ოსეთი წარმოადგინოს, არის მინერალური წყალი "ბაგიათი", - ასე იწყება სტატია, სახელწოდებით - "მინერალური წყალი "ბაგიათი" მსოფლიოს ბაზრების დასაპყრობად ემზადება", რომელსაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"დღეისთვის ამ მინერალური წყლის მხოლოდ ერთი კლონი არსებობს - მინერალური წყალი "ბაგიათთი" - ასოების მცირედი ცვლილებით ეს წყალი ცნობილი ბრენდის პრივილეგიებით მშვიდად სარგებლობს. "ბაგიათთ" დახურული სააქციო საზოგადოება "კეიტ-ტ" აწარმოებს. მწარმოებელს ატიკეტზე მითითებული აქვს, რომ ეს წყალი კავკასიონის ქედის სამხრეთ ნაწილში მოიპოვება. იქვე ნათქვამია, რომ მინერალური წყალი მინის ტარაში ჩრდილოეთ ოსეთში ისხმება", - აცხადებენ ისინი და დასძენენ:
"თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში მინერალური წყლის არც ერთი ცისტერნა არ გატანილა. 2008 წლამდე ეს წყალი მართლაც გადიოდა ჩრდილოეთ ოსეთში, მოგვიანებით კი აღარ. თუმცა "ბაგიათთი" წარმატებით აგრძელებს წამოებას ბოლო რამდენიმე წელია და თავისუფლად იყიდება არა მხოლოდ რუსეთში, არამდ სამხრეთ ოსეთშიც, უკრაინასა და ჩინეთში. რა თქმა უნდა "კეიტ-ტ"-ის წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ რა შუაშია აქ "ბაგიათის წყაროები?" მწარმოებლებს სამხრეთ ოსეთის რეკლამირება რომ მოეხდინათ ყველაფერი გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეტიკეტზე წერია "კავკასიის მინერალური წყლები" და ტერიტორიად სადაც იწარმოება ეს მინერალური წყალი სამხრეთ ოსეთი მითითებული არ არის. უცხოელმა მყიდველმა შესაძლოა იფიქროს, რომ ეს სამხრეთ ოსეთია, მაგრამ მან ასევე შეიძლება იფიქროს, რომ ეს საქართველოა".
თავად ქარხნის დირექტორი ო. ვალიევი კი სადაც მინერალური წყალი იწარმოება, აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქარხანა შიდა ბაზარს ძლივს აკმაყოფილებს. მისი თქმით, მათ აქვთ ყველა საჭირო ლიცენზია და ნებართვა მინერალური წყლის რუსეთში გასატანად.
"არსებობენ პოტენციალური მყიდველებიც. მაგალითად გასულ ზაფხულს აქ იმყოფებოდნენ მოსკოველი წარმომადგენლები, რომლებიც გვთავაზობდნენ შეკვეთის გაკეთებას 10 მილიონ ბოთლზე. თუმცა ეს შეკვეთა რომ დავძლიოთ, დღევანდელი შესაძლებლობებით რამდენიმე წელი დაგვჭირდება", - აცახდებს იგი.
დირექტორი ასევე აცხადებს, რომ ქარხნის რეკონსტრუქცია უკვე მიმდინარე წელს იგეგმება და ბაგიათის ქარხანას ყველა საჭირო რესურსი ექნება საგარეო ბაზარზე გასასვლელად.