ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში შეტანილი მცენარე მიმოზა მოწამლულია სავარაუდოდ, კონკურენციის ნაყოფია. აცხადებენ აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ერთმნიშვნელოვნად, საქმე კონკურენციასთან გვაქვს. აფხაზეთიდან რუსეთში უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში შედის მიმოზა და არასოდეს მსგავსო პრობლემის წინაშე არ დავმდგარვართ", -აცხადებს აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლესიკ აიბა და დასძენს, რომ აღნიშნული სახეობის მიმოზა რუსეთის სამხრეთსა და საქართველოშიც არის გავრცელებული, თუმცა "პრეტენზია მხოლოს ჩვენს მიმოზასთან აქვთ".
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან რუსეთში გადასატანად გამზადებული რამდენიმე ტონა მიმოზის რამდენიმე პარტია, უკვე დააბრუნეს უკან აფხაზეტში მდინარე ფსოუზე განლაგებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. აღნიშნულ მცენარეზე რუსეთის "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმოზა მოწამლული და დაავადებული იყო.