საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 14 კომერციული ბანკი - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.
გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. იანვრის მოგებამ 12.3 მლნ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობა იანვრის თვის შედეგებით 1.4 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაპიტალის რენტაბელობა - 8.2 პროცენტს (ნაცვლად -0.4 და -2.2 პროცენტისა შესაბამისად, გასული წლის იანვრის მიხედვით).