საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის კობა დავითაშვილის ინფორმაციით,   საპროტესტო აქციის მონაწილე სამარშრუტო ხაზის მძღოლებზე  ზეწოლა მიმდინარეობს. 
„#40 სამარშრუტო ხაზის მძღოლები კრიმინალურმა პოლიციამ დაარბია და მათ  ფიზიკურად გაუსწორდა. მე-10 ხაზის მძღოლებიდან კი ექვსი კაცია დაკავებული. მათ შორის, ერთ-ერთი მათგანის გვარი ბულისკირია,"_ აცხადებს დავითაშვილი „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას. 
ამასთან, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მძღოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„ისინი ახლა  პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, ქინძმარაულის ქუჩაზე იმყოფებიან. ამიტომ მათ დაუყოვნებლოვ გათავისუფლებას მოვითხოვ",_ აღნიშნა დავითაშვილმა.