საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის რიყეზე სამშენებლო სამუშაო დასრულდება და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო პარკი მოეწყობა.
სააკაშვილის თქმით, მოეწყობა მიწისქვეშა ბარები, ხელოვნური ტბები და რიყის ტერიტორია დიდი დასვენების ზონად გადაიქცევა.
"რიყეზე გაკეთდება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო პარკი მომავლი წლისთვის, რომელსაც აკეთებს ძალიან საინტერესო არქიტექტორი იურგენ ამიერსი. იქნება თეატრები, ასევე მიწისქვეშა ბუდა ბარი, ხელოვნური ტბები. ეს იქნება ერთი დიდი დასვენების ზონა თბილისის მახლობლად. ძალიან ცოტა ქალაქს აქვს ევროპაში ასეთი შესაძლებლობები და მასშტაბები, _ განაცხადა სააკაშვილმა.