საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი აცახდებს, რომ სამარშუტო ხაზების არც ერთი მძღოლი სამუშაოს გარეშე არ დარჩება.
"არც ერთი ადამიანი, რომელიც მუშაობს სამარშუტო ტაქსტზე, დაუსაქმებელი არ დარჩება. დამახინჯებული ინფორმაცია მათთვის არ მიგვიწოდებია. უცნობია, ამ ადამიანებს საიდან გაუჩნდათ ეჭვი, რომ დასაქმებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდათ", - განაცხადა სამადაშვილმა.