25 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო " Citadines Apart Hotel "-ში ქართულ-პოლონური ბიზნესფორუმი გაიხსნება. პროგრამის მიხედვით, 11:30-იდან 15:30 საათამდე ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.
ქართული ბიზნესი თბილისში დაგეგმილ საქართველო-პოლონეთის ბიზნესფორუმზე პოლონელი პარტნიორების მოძიებას შეეცდება.
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო-პოლონეთის ბიზნესფორიუმში 6 პოლონური და 60-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ბიზნესფორუმზე წარმოდგენილნი იქნებიან კომპანიები მშენებლობის, ენერგეტიკისა და მეტალურგიის დარგებიდან.