"ქრისტიან-დემოკრატები" მიჩნევენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლით იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების უსაფრთხოების მდგომარეობა გაუმჯობესდება.
როგორც უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ საკითხთა დირექტორთან ჟან ლუი ლორანთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობას. კერძოს კი ევროსაბჭო ცდილობს ხელი შეუწყოს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას შორის დიალოგს სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების დაახლოებას.
"ჩვენი სურვილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ორგანიზაციას ჰქონდეს შესვლის საშუალება. რაც იქ შემორჩენილ ქართველი მოსახლეობის უსაფრთხობეის ხარისხს ოდნავ აამაღლებს. ამავე დროს, მთელ რიგ საგანმანათლებლო და სოციალური საკითხების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა უმძიმესია და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესება ქართული სახელმწიფოს ჰუმანური მოვალეობაა", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ნებისმიერი აქიტივობა მიმართული უნდა იყოს იმ საერთო ინტერესებზე რასაც ხალხების დაახლოება ჰქვია და არა მათი იზოლაცია.
"მაგალითად, თუ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზცაია გალში გადაწყვეტს სკოლა ააშენოს ან გაარემონტოს, ამ ფაქტს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ სოხუმის რეჟიმისგან უნდა ჰქონდეს იმის პირობა მიღებული, რომ ამ სკოლაში ქართველი ბავშვები, ქართულ ენაზე სწავლას შეძლებენ. თუ ამ პირობებს არ შეასრულებენ და სკოლა მაინც აშენდება, მაშინ გამოდის რომ ნებსმიერი საერთაშორისო ორგანიზაციას მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით ირიბად ეთანხმება და ლეგალიზაციას უკეთებს ეთნიკურ წმენდას. უმცირესობის ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქათული მხარე მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზცაიების აქტივობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამავე დროს ყველას უნდა ახსოვდეს რომ არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთამ არ უნდა შექმნას ისეთი ვითარება რომ დღევანდელ აფხაზურ "ელიტას" ყველა წინაპირობა აქვს გარანტირებული თავდაცვოის, უსაფრთხოებისა და კორუფციული შემოსავლების არსებობის კუთხით რუსეთის ფედერაციის მხრიდან და მოსახლეობასთან მიმართებაში კი ისინი იღებენ ისეთი ტიპის სარგებელს, რომელიც შეიძლება ევროპელებმა მისცენ მათი შედარებითი კეთილდღეობისთვის.