მოსამართლე ნინო ენუქიძემ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ფატი ბაგრატიას შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდა. თავად ფატი ბაგრატიასხდომას არ ესწრებოდა.
გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულია მისი შვილიც, რომელსაც 14-დღიან პატიმრობა განესაზღვრა.