აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, რუსეთში დიზელის საწვავის მწარმოებელ ობიექტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ განეხორციელებინა.
„პრობლემა, რომელიც უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით მაქვს, არის ის, რომ დიზელის საწვავის ფასები ახლა მნიშვნელოვნად იზრდება. მისი დიდი ნაწილი რუსეთიდან მოდის. რუსეთის საწარმოებს კი უკრაინა უტევს. მე ვთხოვე პრეზიდენტ ზელენსკის, არ დაარტყას დიზელის საწვავის მწარმოებელ საწარმოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპს მსგავსი განცხადება მანამდეც გაუკეთებია. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზელენსკის მოუწოდა, შეწყვიტოს რუსული დიზელის საწვავის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, რადგან, მისი თქმით, ასეთი დარტყმები მსოფლიოში საწვავის დეფიციტს და ფასების ზრდას უწყობს ხელს.
Reuters-ის ცნობით, ტრამპმა ეს განცხადება 13 სექტემბერს ირლანდიაში ვიზიტისას გააკეთა.