უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ქალაქებზე საჰაერო დარტყმები დროებით შეაჩეროს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ესაუბრა მოსკოვში მყოფ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს – ჯარედ კუშნერსა და სტივ უტკოფს ტელეფონით, რომლებიც უკვე მუშაობენ რუსეთის მხარესთან.
"ჩვენი ამ საუბრის მომენტიდან ისინი მზად არიან, დაიცვან საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეჟიმი მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ქალაქებზე. ამ მომენტიდან შაბათის, კვირას და ორშაბათს დღის ბოლომდე უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს მოსკოვზე დარტყმებისგან და ჩვენ ველით, რომ რუსები იგივეს გააკეთებენ კიევთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, 6 სექტემბერს კიევში ამერიკული დელეგაციის მონაწილეობით დაგეგმილი დიპლომატიური ღონისძიებების გეგმა უკვე დამტკიცებულია.
„ველოდებით სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს და მზად ვართ შინაარსიანი საუბრისთვის“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5 სექტემბერს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. ისინი 6 სექტემბერს კიევში ჩასვლას გეგმავენ. პარალელურად, პუტინმა კიევზე დარტყმების სამდღიანი შეჩერების ბრძანება გასცა.