რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმების მომზადება და განხორციელება დაავალა. ამის შესახებ მან ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან რუსეთის საწვავ-ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება. მან ასევე განაცხადა, რომ 1 სექტემბრის ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით, დიდი რაოდენობით დრონები მიფრინავდნენ, რომელთა ნაწილი, მისი მტკიცებით, ჩამოაგდეს.
„რუსეთზე განხორციელებული დარტყმების გათვალისწინებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიეცა ბრძანება, მოამზადონ და განახორციელონ მასირებული დარტყმები უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე. ისინი ჩვენს ობიექტებს ურტყამენ - მიიღებენ პასუხს“, - განაცხადა პუტინმა.