უკრაინული მედიის ცნობით, 29 აგვისტოს ღამით რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად სვიატოშინის რაიონში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. კიდევ ერთ, კერძო საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მრავალსართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ცეცხლი ოპერატიულად ჩააქრეს და მეზობელ ბინებზე არ გავრცელებულა.
მაშველების ცნობით, კორპუსში დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
ამასთან, სვიატოშინის რაიონში კერძო საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
29 აგვისტოს დილისთვის კიევში საჰაერო განგაში კვლავ გრძელდებოდა, ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა.