აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგი გამოაქვეყნა და თავის თავს აშშ-ის ისტორიაში „უდიდესი“ პრეზიდენტი უწოდა.
ტრამპმა პრეზიდენტები ექვს კატეგორიად დაყოყო: „უდიდესები“, „დიდები“, „თითქმის დიდები“, „საშუალოები“, „საშუალოზე დაბლები“ და „წარუმატებლები“, სადაც ყველაზე მაღალ კატეგორიაში მხოლოდ თავად არის წარმოდგენილი.
„დიდების“ კატეგორიაში შეიყვანა: აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი, ფრანკლინ რუზველტი, ვუდრო უილსონი, თომას ჯეფერსონი და ენდრიუ ჯექსონი.
ტრამპის აზრით, „თითქმის დიდი“ პრეზიდენტები არიან: თეოდორ რუზველტი, გროვერ კლივლენდი, ჯონ ადამსი და ჯეიმს პოლკი.
„საშუალო“ პრეზიდენტები არიან: ბილ კლინტონი, ჯონ კუინსი ადამსი, ჯეიმს მონრო, რუტერფორდ ბ. ჰეისი, ჯეიმს მედისონი, მარტინ ვან ბიურენი, უილიამ ჰოვარდ ტაფტი, ჩესტერ ა. არტური, უილიამ მაკკინლი, ენდრიუ ჯონსონი, ჰერბერტ ჰუვერი და ბენჯამინ ჰარისონი.
„საშუალოზე დაბალი: ჯონ ტაილერი, კალვინ კულიჯი, მილარდ ფილმორი, ზაქარი ტეილორი, ჯეიმს ბიუკენენი და ფრანკლინ პირსი.
ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ულისეს ს. გრანტი, უორენ ჯ. ჰარდინგი და ჯიმი კარტერი კი ტრამპმა „წარუმატებლების“ კატეგორიაში შეიყვანა.