სამხრეთ კორეა, იაპონია და აშშ 9-11 სექტემბერს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სარაკეტო და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნის შემოწმებაა. ამის შესახებ სამხრეთ კორეაში განაცხადეს იუწყება Reuters
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, ყოველწლიური, თავდაცვითი ხასიათის წვრთნები Freedom Edge ჩეჯუს კუნძულის სამხრეთითა და აღმოსავლეთით, საერთაშორისო წყლებში გაიმართება.
წვრთნები მას შემდეგ ჩატარდება, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეასთან ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო სწავლების მასშტაბი შეამცირა, მოგვიანებით კი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა დაგეგმილი ერთობლივი წვრთნა გააუქმა.
„ტრამპმა გადაწყვეტილება ნაწილობრივ სეულის მიერ ირანთან ომში დახმარებაზე უარით ახსნა და განაცხადა, რომ ამ თვეში ჩატარებულმა წვრთნებმა - Ulchi Freedom Shield ჩრდილოეთ კორეას არასწორი სიგნალი გაუგზავნა. ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ახალი სამიტის გამართვას ცდილობს. ისინი ერთმანეთს 2018 და 2019 წლებში შეხვდნენ“, - წერს Reuters.