უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრივი-რიჰის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დრონებით თავდასხმას „რუსების აბსოლუტური სიმხეცე“ უწოდა.
„რამდენიმე რუსული დრონით განხორციელდა დარტყმა. მიზანმიმართული, ვერაგული. ერთმანეთის მიყოლებით... რუსების აბსოლუტური სიმხეცე. უბრალოდ ნაძირალები არიან. აუცილებლად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ძალისხმევა ადამიანების სიცოცხლის დაცვისკენ იყოს მის მიმართული.
„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ამ ყველაფერზე ჩუმად არ იყოს. ამ რუსულ ომს წერტილი უნდა დაესვას და ამისთვის საჭიროა, მსოფლიო დაგვეხმაროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კრივი-რიჰში სამაშველო ოპერაციაში ყველა საჭირო სამსახურია ჩართული.
21 აგვისტოს რუსებმა კრივი-რიჰის სავაჭრო ცენტრს დრონებით ორჯერ შეუტიეს. თავდასხმების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 130 კი დაშავდა, მათ შორის 23 ბავშვია.