ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს. შენ ვინ უნდა იყიდო, უკვე ნაყიდი ჰყავხარ ბიძინას , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ამას კადრულობს ადამიანი, რომელმაც ჯერ „რუსთავი 2“, მერე „მთავარი არხი“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძარცვა;
"ადამიანი, რომელსაც თვეში 85 ათასი ლარი — და ეს ყველაზე ნაკლები თანხა იყო — ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ.
შემდეგ ესეც არ ეყო: ჯერ ბიძინას დავალებით „მთავარი არხი“ დახურა, მერე კი ისევ იმ ადამიანებს მიადგა, ვინც მას ჩააცვა და ღალატის სანაცვლოდ 40 მილიონი აიღო.
ახლა კი, როცა გაიშიფრა და „თანამედროვე მერაბ კოსტავას“ ნაცვლად — როგორც საკუთარ თავს უწოდებდა — დისკრედიტირებული საკუთარი თავი შერჩა, კარდაკარ დარბის და ამ ფორმით შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც 14 წელია უანგაროდ იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ.
მაშინაც უანგაროდ იბრძოდნენ, როცა გვარამია თვეში 85 ათას ლარს იღებდა ხელფასად. ( ეს ხელფასი თორემ სხვა თანხებს კიდევ ვინ მოთვლის)
ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს. შენ ვინ უნდა იყიდო, უკვე ნაყიდი და გადმოფურთხებული ჰყავხარ ბიძინას.", - წერს წითლიძე.