აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მისი თავმჯდომარის, მოსამართლე ტომოკო აკანეს წინააღმდეგ სანქციების დაწესება ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ ნათქვამია:იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში. იუწყება Reuters
„იაპონია მუდმივად უჭერდა მხარს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მის ძალისხმევაში, აღძრას საქმეები და დასაჯოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე მძიმე დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები და დაიცვას სამართლის უზენაესობა“, - აღნიშნულია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში
უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ იაპონია კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებაში სამართლის უზენაესობის განმტკიცებას და ამასთან, შეინარჩუნებს კომუნიკაციას შესაბამის ქვეყნებთან.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს ტომოკო აკანეს სანქციები დაუწესა.