უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთშიმ ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფაში მდებარე სამრეწველო საწარმოებს დრონებით შეუტიეს. ამის შესახებ განაცხადა ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რადი ხაბიროვმა. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი საწარმოები გახდა თავდასხმის სამიზნე. ბაშკირეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მის დედაქალაქ უფაში, უკრაინულ დრონებს მანამდეც არაერთხელ შეუტევიათ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის.
„სულ ექვსი დრონი იყო, მათგან ოთხი ჩამოვაგდეთ. ერთი სამრეწველო ზონაში ჩამოვარდა, მცირე ხანძარი გაჩნდა და ახლა მის ჩაქრობას ვაგრძელებთ.
„კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ზატონის მიკრორაიონში საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაზიანდა ზედა სართულების მინები, ნამსხვრევები და ფრაგმენტები კი გაჩერებულ ავტომობილებზე ჩამოცვივდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა ხაბიროვმა
უფის აეროპორტში, ისევე როგორც რუსეთის სხვა ქალაქების აეროპორტებში, ოთხშაბათს ღამით ფრენები დროებით შეჩერდა. შეზღუდვები უკვე მოხსნილია.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინის განცხადებით დრონებით შეტვა იყო მოსკობზე. მისი თქმით, 25 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.