ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და საქმე, რომელიც ღარიბაშვილის გარშემოა, საზეპიროა ყველა ჩინოვნიკისთვის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის კოჰორტისთვის, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოძის თქმით, ასე მთავრდება ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალურობა.
მისივე თქმით, წერილი დასტურია, „თუ რა ჭაობშია „ქართული ოცნება“
„ჩემთვის და ზოგადად, მოქალაქეებისთვის საინტერესოა ერთი ფაქტი - ის თუ როგორია ბიძინა ივანიშვილი, როგორ აჯილდოებს და როგორ ექცევა თავის ძალიან ლოიალურ მსახურებს, რაც ყველასთვის გაკვეთილი უნდა იყოს.
მეორე ფაქტია ის, თუ რა ჭაობსა და წუმპეშია ჩაფლული „ქართული ოცნება“, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. ვსაუბრობდით კორუფციაზე, რომელშიც ჩაფლული იყო ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, ვინც პარტია „ქართული ოცნებისთვის“ მილიონებს იპარავდნენ და რომელთაც ხალხი არა ადარდებდათ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.