შავ ზღვაში საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ Skiros-ს თავს დაესხნენ.
ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცლებს.
Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით, Suezmax-ის კლასის ტანკერი Skiros „ნოვოროსიისკთან მდებარე კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ტერმინალზე ნავთობის დატვირთვის შემდეგ“ გახდა თავდასხმის სამიზნე.
გამოცემა აღნიშნავსა, რომ CPC ძირითადად ყაზახურ ნავთობს ტვირთავს, თუმცა ეს კონკრეტული პარტია რუსული წარმოშობის იყო. წყაროების ცნობით, თავდასხმა კვირას, ტერმინალთან ახლოს მოხდა.
„თითქმის სამკვირიანი პაუზის შემდეგ ეს არის პირველი დარტყმა გემზე, რომელიც CPC-ის ტერმინალში შედიოდა , ისყაზახური ნავთობის ექსპორტის მთავარი არხია. გასულ თვეში დრონების არაერთმა დარტყმამ CPC-ის ტვირთების ჩატვირთვა შეაფერხა, რომელთა წილი ცოტა ხნის წინ მსოფლიო ნავთობის მიწოდების თითქმის 2%-ს შეადგენდა, და ყაზახეთის ნავთობის საბადოები წარმოების შემცირებამდე მიიყვანა“, - წერს Bloomberg.
ათენში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც Equasis-ის სისტემაში Skiros-ის მენეჯერად არის მითითებული, განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და დაბინძურება არ მომხდარა. კომპანიის ცნობით, გემის მფლობელებმა ინციდენტის შესახებ იციან. კომპანიამ დამატებით კომენტარზე უარი თქვა.