ფოტოკორესპონდენტი ბადრი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.
1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად. 1998-2002 წლებში იყო საქტელერადიოკორპორაციისა და "ახალი ქართული გაზეთის" საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 1994-1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში(თურქეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი). არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი, 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. ბადრი ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენები მოეწყო მსოფლოს მრავალ ქალაქში: პარიზში, რომში, ხარკოვში, ვარშავაში, სეულში, ასტანაში, მეხიკოში, ათენში და სხვ.