14 აგვისტოს ღამით ლენინგრადის ოლქში მდებარე რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პორტში, უსტ-ლუგაში, დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ უკრაიმული მედია ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ, ალექსანდრ დროზდენკოზე დაყრდნობით იუწყება.
ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად სპეციალისტები მუშაობდნენ.
დროზდენკოს მტკიცებით, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ლენინგრადის ოლქში 51 დრონი ჩამოაგდო. თავდასხმამ ასევე გავლენა მოახდინა სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის მუშაობაზე - რამდენიმე რეისი შეფერხდა.
რუსეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ დრონების შეტევა მოსკოვზეც განხორციელდა