მედიის ცნობით, რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შემდეგ, „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა,
დრონებით თავდასხმა უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში ქალაქ სალავატში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.
თავდასხმა დაადასტურა ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რადი ხაბიროვმაც. მისი განცხადებით, ერთ-ერთი უპილოტო აპარატის ნამსხვრევები ქალაქ სალავატის სამრეწველო ზონაში ჩაცვივდა.