მედიის ცნობით, „ჰუსიტებმა“ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სატვირთო გემზე თავდასხმა განახორციელეს, შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
იემენის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰუსიტებმა მცირე სატვირთო გემ „ტიჰამაჰას“, რომელსაც საკვები გადაჰქონდა, სამი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.
დარტყმების შედეგად გაჩენილმა ხანძარმა გემი დააზიანა და ეკიპაჟის ოთხი წევრი - პაკისტანის სამი და ინდონეზიის მოქალაქე ერთი დაიღუპა. სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ოთხი ეკიპაჟის წევრი და ერთი მაშველი დაშავდა.
„ჰუსიტებმა“ გემს განმეორებითი დარტყმა უკვე სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას მიაყენეს, რის შედეგადაც ორი მაშველი დაიღუპა.
გემი ტანზანიის დროშით ცურავდა და ეგვიპტურ-იემენურ კომპანიებს ეკუთვნის.
ჰუსიტებმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს და განაცხადეს, რომ გემი სამხედრო აღჭურვილობას ატარებდა.