აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის ყოფილ საზღვაო ქვეით რობერტ გილმანს გაათავისუფლებს, რომელიც რუსეთში 2022 წელს დააკავეს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი რობერტ გილმანი, რომელიც რუსეთში 2022 წელს დააპატიმრეს, შეერთებულ შტატებში ბრუნდება. მისი თქმით, ეს ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შედეგია.
„პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩემი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთი დათანხმდა მის გათავისუფლებას მხოლოდ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ჩვენ მადლიერი ვართ ამ გადაწყვეტილებისთვის, ასევე იმისთვის, რომ რუსეთს სანაცვლოდ არავინ მოუთხოვია - გაცვლა არ შემდგარა“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-სთვის პრიოროტეტია უცხოეთში დაკავებული ამერიკელების შინ დაბრუნება,
რობერტი დღეს საღამოს დაეშვება ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ვაშინგტონში, სადაც ჩემი წარმომადგენლები, რომელთაგან ზოგიერთი მასთან ერთად იმყოფება თვითმფრინავში, დახვდებიან! მე ახლახან ვესაუბრე მას და ერთი თხოვნა ჰქონდა – ერთი გემრიელი ჩიზბურგერი, როცა დაეშვება. ამაზე თავად ვიზრუნებ.
"ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში პრიორიტეტად ვაქციეთ უცხოეთში დაკავებული ამერიკელების შინ დაბრუნება და ეს უპრეცედენტო მასშტაბით შევძელით - ასობით ადამიანი ოჯახებს დავუბრუნეთ. ასევე გავათავისუფლეთ ბევრი არაამერიკელი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტყვეობაში იმყოფებოდნენ“, - დაწერა ტრამპმა.