გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ყაჩაღობა მოხდა. შეიარაღებული კაცი მაღაზია „ორ ნაბიჯში“ შეიჭრა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც სოფელ კოლაგის მკვიდრია, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან ფულს ითხოვდა.
მაღაზიაში მყოფმა პირებმა შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. კაცმა ობიექტიდან თანხის წაღება ვერ შეძლო, თუმცა, სიგარეტისა და სხვა პროდუქციის გატანა მოახერხა.
გამოცემის ცნობით, ის პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.