სასამართლომ ოპოზიციონერ ნიკა მელიაზე თავდამსხმელის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულების - ცოტნე მირცხულავას და გაბრიელ კობაიძისთვის 3000-3000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ორივე პირი მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
გადაწყვეტილება სამტრედიის სასამართლოს მოსამართლემ ლევან მეშველიანმა მიიღო.
პროცესის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ცოტნე მირცხულავამ და თქვა, რომ მოსამართლემ ობიექტურობა გამოიჩინა.
"ახალის" წევრი მის წინააღმდეგ დაწყებულ დავას, პროტესტში ჩართული ადამიანების დაშინების მცდელობას უკავშირებს.
"რა აბსურდის თეატრთან გვქონდა საქმე ყველამ კარგად იცის, მაგრამ დღეს ყვეალსგან გასაკვირად, მოსამართლემ გამოჩინა ობიექტურობა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რაც ითვალისწინებდა ჩემი და გაბრიელის 3 ათას ლარიანი გირაოთო გათავისუფლებას. ვხვდებით მოცემულობას, რომელიც საერთოდ არ არსებობს. ჩემი და გაბრიელის წინააღმდეგ გამოძიება 162-ე პრიმა მუხლით იყო დაწყებული, რაც ითვალისწინებდა საარჩევნო კამოანიაში ხელშეშლას, იმ კამპანიაში, რომელშიც ჩვენც ვიყავით ჩართული. ეს არის პოლიტიკური დევნა, ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი ბოლო წლებში უფრო აქტიურად ცდილობს პროტესტში ჩართული მოქალაქეების განეიტრალებას და მათ შეშინება-დაშენბას. თუმცა, არ გამოუვიდა.რასაც უფრო მოუჭერენ მარწხუებს, ეს მარწუხები უფრო გაიხსენბა. ჩვენ ვართ იმ მცოემულობის წინაშე, რომ გაჩერება არ შეიძლება, ნიკა მელია ჩემი მეგობარია და სადაც ნიკაა, იქაა სიმართლე, სადაც სიმართლეა იქ კი გამარჯვება. ეს ბრძოლაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, - განაცხადა მირცხულავამ.
მომდევნო პროცესი 1 ოქტომბერს ჩაინიშნა.